Nino Shanava

Bio

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება, რადგან რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა, რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება. რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა, რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება, რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს, რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ. რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა. ასე დაღლილი, ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ, მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

Latest Insta posts

Current Online Auctions