Tai Taia

Bio

“არაფერია იმაზე უარესი, როცა გრძნობ, რომ არავის აღელვებს შენი არსებობა, არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე, რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გააგრძელებს სიარულს და შენი არარსებობა ოდნავადაც არ შეაკრთობს…” “ზაჰირი” პაულო კოელიო ” ყოველთვის უნდა იცოდე როდის ჩაიქნიო ხელი,როდის დაასრულო რაღაც პერიოდი, როდის მიიხურო კარი… თუმცა მნიშვნელობა არა აქვს რას დაარქმევ “დასასრულს”, მთავარია, ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების უკვე დამთავრებული ეპიზოდები წარსულში დატოვო” “ზაჰირი” პაულო კოელიო ” უაზრობაა! მაგრამ მე მართლა ვიცნობდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლეშივე მკვდრები იყვნენ; მკვდრები მუშაობდნენ, ჭამდნენ და საპატიო სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ, ავტომატურად მოქმედებდნენ, ვერ ტკბებოდნენ ჯადოსნური წუთებით,ახალ დღეს რომ მოაქვს..ცხოვრების სასწაულებზე არასოდეს ფიქრობდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მომდევნო წამი, შესაძლოა, ცხოვრების უკანასკნელი წამიც ყოფილიყო…” “ზაჰირი” პაულო კოელიო ''სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.'' ფრედერიკ ბეგბედერი – 99 ფრანკი მართლაც, იმაზე გულდასაწყვეტი არაფერია, როცა, ვთქვათ, მდიდარიცა ხარ, კარგი გვარიშვილიც, გვარიანი შესახედაობისაც, არც განათლება გაკლია, არც ჭკუა, არც თუ კეთილი გული და, ამავე დროს, ნიჭი არაფრისა გცხია, არაფრით გამოირჩევი, უხიაკსაც არავინ გიწოდებს, საკუთარი აზრი არ გაგაჩნია, ერთი სიტყვით, ხარ ის, „რაც ყველა“. სიმდიდრე გაქვს, ოღონდ არა როტშილდის; კარგი გვარი, მაგრამ არა გამორჩეული; შესახედაობა გვარიანი, მაგრამ დიდი არაფრის გამომხატველი; განათლება მშვენიერი, მაგრამ არ იცი, რაში გამოიყენო; ჭკუა მოუცია ღმერთს, მაგრამ საკუთარი „აზრები“ - არა; გული გაქვს, მაგრამ დიდსულოვნება - არა, ა.შ. და ა.შ. ყოველი მხრივ. ასეთი ადამიანები საოცრად ბლომადაა ამ ქვეყნად, იმაზე მეტი, ვინემ გვგონია. ციტატის წყარო„იდიოტი“დოსტოევსკი ვინც უარყოფს ცალკეული კაცის „სიკეთეს“, ის უარყოფს ადამიანის ბუნებას, აბუჩად იგდებს მის პიროვნულ ღირსებას. მაგრამ “საზოგადო სიკეთის“ ორგანიზაცია და პიროვნული თავისუფლების საკითხი - ორი სხავდასხვა რამ გახლავთ და ერთიმეორეს არ გამორიცხავს. ცალკეული სიკეთე არასოდეს მოისპობა, რამეთუ ის პიროვნების მოთხოვნილებას წარმოადგენს, რომელიც ერთი ადამიანის მეორეზე უშუალო გავლენიდან გამომდინარეობს. ციტატის წყარო: „იდიოტი“ დოსტოევსკი ნურაფრის გეშინია და ნურასოდეს შეგეშინდება, ნურც ნაღველს მიეცემი. ოღონდ სინანული არ შეგინელდეს და ღმერთი ყოველივეს მიგიტევებს. ამქვეყნად არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ცოდვა, რომელსაც უფალი ჭეშმარიტ მომნანიებელს არ მიუტევებს. ადამიანს არც შეუძლია ჩადენა ისეთი დიდი ცოდვის, რაც ღმერთის უსასრულო სიყვარულს გააქარწყლებს. განა არსებობს ისეთი ცოდვა, ღმერთის სიყვარულს რომ სჭარბობდეს? მხოლოდ შეუნელებელ სინანულზე იზრუნე და შიში მთლად განდევნე. გწამდეს, რომ ღმერთს შენს ცოდვასთან ერთად უყვარხარ ისე, თავადაც რომ არ უწყი. დიდი ხნის ნათქვამია, რომ ცაში უფრო დიდ სიხარულს იწვევს ერთი მონანიე ცოდვილი, ვიდრე ათი მართალი. წადი და ნურაფრის გეშინია. ადამიანებზე ნუ განაწყენდები, შეურაცხყოფა ბრაზს ნუ მოგგვრის. გარდაცვლილს რაც უწყენინებია, გულსა შინა შენსა ყოველივე მიუტევე და ჭეშმარიტად შეურიგდი. თუ ინანიებ, მაშ გიყვარს კიდევაც. თუ გიყვარს, მაშ უკვე ღვთის თანაზიარიც ხარ. სიყვარული ყველაფერს გამოისყიდის, ყველაფერს შველის. თუ მე, შენდაგვარმა ცოდვილმა ადამიანმა, გული მოვილბე და შეგიბრალე, ღმერთი უმეტესს არ იქმს? სიყვარული ისეთი უძვირფასესი განძია, მთელი ქვეყნიერების შესყიდვას შეგაძლებინებს, არა მარტო შენსას, სხვათა ცოდვებსაც გამოისყიდი. ციტატის წყარო: „ძმები კარამაზოვები“ დოსტოევსკი “სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყფილია მისი ადგილი მუზეუმშია”. ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი” „ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით ხოლმე მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს.“ ერიხ მარია რემარკი “ტრიუმფალური თაღი”

Latest Insta posts

Current Online Auctions