Ann Kvachidze

Bio

კარგად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...(vaxtang javaxadze_ განაბულ თვალებში - ფოცხვერის სიფიცხე, ცხრა სიტყვის დათმობა ერთ საქმის გულისთვის... მიცნობდეთ: პოეტი მიხეილ ქვლივიძე - „კეთილი განზრახვის ავანტიურისტი!“ მიხვდით ამ გამოთქმის იდუმალ შინაარსს? ხომ არ გეუცხოვათ სიტყვების ჯავარი? სიტყვებს ნუ ენდობით... მთავარი ისაა, რომ სიტყვა კი არა, საქმეა მთავარი! საქმეა - ცხოვრების თარგი და ხარისხი და ჩემი ცხოვრების ეშხი და ღვიძლია, და სიტყვით კი არა, მე საქმით აგიხსნით ყველაფერს, რაც ვიცი და რაც შემიძლია!... ვიცი უმიზეზოდ დანაღვლიანება, მაგრამ აფეთქებაც ვიცი უეცარი, ხან თვინიერი ვარ, ხან გიჟი, თავნება, ხან ბრძენი, ხანაც კი - ყოვლად უმეცარი. გინდათ, ეს ცხოვრება ვაქციო არაკად, ქვეყანა ზღაპრული ფერებით დავხატო, ლამაზი საცოლე წავართვა არაკაცს და კაცი ბედნიერ მეუღლედ გავხადო?! გინდათ, იმ ხეიბარს, ძლივს რომ დაჩანჩალებს, ხვალ დავაპყრობინო თეთნულდის მწვერვალი? გინდათ, გავუჯიბრო თვით ვანო მაჩაბელს ვინმე ახალგაზრდა უცნობი მწერალი? გინდათ, ოქრო-ვერცხლით გავავსო ქოხები, ქურდებს ნაქურდალი წავართვა ქონება?.. თქვენ მხოლოდ მერწმუნეთ, მენდეთ და მომყევით და მართლა ზღაპრული გახდება ცხოვრება! მე ზოგჯერ მგონია (რა ჩემი ბრალია, კეთილი განზრახვა ვის უნდა ეწყინოს?!), ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!... რა დროს ლექსებია! რა დროს ლაქლაქია, როს თავზე გვექცევა დამპალი ყავარი?! დღეს კაცი ფასდება მარტოდენ საქმით და საქმეა, საქმეა, საქმეა მთავარი!.. ვაგლახ, რა მოკლეა წუთისოფელი, არ ჰყოფნის მას ჩემი ნიჭი და სიფიცხე... მიცნობდეთ: ასე ვთქვათ, კეთილისმყოფელი „ავანტიურისტი“ მიხეილ ქვლივიძე!. დედაო,მაგ თასით ერი დამილოცე, მიწა დამილოცე ამერ-იმერი, ივერთა უდრეკი სული დამილოცე, მასმინე მისი მრავალჟამიერი... მზესთან წილნაყარი მხარე დამილოცე, ტყავზე-ვეფხვისაზე მწოლიარე. ქვეყნის გამარჯვება გამაგონე, ვაზი შემინახე მსხმოიარე. წესი დამილოცე-წმინდად შენახული, წესი და ქართული ადათი. ქორწილი დამილოცე, ლხინი ჩვენებური, ჩემი საქართველოს შნო და ლაზათი... მზესთან წილნაყარი მხარე დამილოცე ტყავზე-ვეფხვისაზე მწოლიარე, აკვნები გამიმრავლე,ჩვილები დამილოცნე... ჯიში შემინახე მსხმოიარე... დედაო, მაგ თასით ერი დამილოცე! აჩუქეთ პატარებს იმდენი ბუშტები, გაბერონ და მერე აფრინდნენ ზეცამდე.. უთხარით მოჩხუბრებს: დაწიონ მუშტები, დამყარდეს მშვიდობა სულ ყველგან, ეცადეთ. ჩაიცვით იმდენად პატარა კაბები და მოკლე შარვლები, რომ თქვენზე იცინონ.. მოყევით იმდენად „უაზრო" ამბები, სახეზე ღიმილი რომ ვერ მოიცილონ. არსობდეთ იმდენად უბრალოდ არსობით, რომ ფულის სუნზეც კი მთელს ტანზე გაყრიდეთ.. აკეთეთ სიკეთე ათასჯერ ასობით, სანამ ცა სულიერს ხორცისგან გაგყრიდეთ. იფიქრეთ იმდენი , თან ისე მარტივად, სულ ყველა გენიოსს თავბრუს რომ ახვევდეთ.. მეუღლეს პირობა დაუდეთ ქარტიად, რომ მხოლოდ მის მკერდზე გინდათ რომ გახელდეთ. იმდენად ფართოზე გახსენით ფანჯრები, სულ ყველა მზის სხივმა თქვენს გულში ანათოს.. იმღერეთ ისე, რომ დაგისკდეთ მაჯები, რომ სულმა სხეულში ზეიმი გამართოს. შეწყვიტეთ ეჭვები ყოველგვარ ეჭვებზე და დროის მსვლელობას ეცეკვეთ ვალსები.. თქვენივე სიცოცხლე შეისვით ბეჭებზე, გიყვარდეთ სამყარო, თან მთელი არსებით. გაყიდეთ თუკი რამ ძვირფასი გაგაჩნდეთ, ნუ ეძებთ სიამეს ამაო საგნებში.. სამშობლოს გულისთვის დაღიც რომ დაგაჩნდეთ, ცოლ--შვილს ნუ დამალავთ ამოთხრილ სანგრებში. სიცოცხლე დროების აკვანში არწიეთ, დილიდან დილამდე ღვთისადმი გალობდეთ.. ერთობის დროშები ზეცამდე აწიეთ, რომ დედა უფლისა სულ ყველას გწყალობდ მე მოვალ შენთან _ გუშინ ან შარშან, შენ მოხვალ ჩემთან _ ხვალ ან გაისად, როცა კვირტები დაიწყებს გაშლას, როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს; როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის ამქევყნად ჩვენი როლის თამაში, რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს სადმე წარსულში ან მომავალში. ''ის მარცხნიდან მარჯვნივ წავა, ამ ხიდს არა, იმ ხიდს გავა, თუ არ ძალუძს მთაზე ასვლა, შეუძლებელს შესძლებს…. ავა! იცით რატომ ?…. მას ხომ ფიქრი, ეფერება უფერულად, მუდამ ცდილობს ხალხის თვალში, არ გამოჩნდეს უხერხულად… ის ცოლს ირთავს… მედიდურად ხალხისაგან ატეხილი, მას ვინც უყვარს ის არ მოჰყავს სახელი აქვს გატეხილი… ის ყიდულობს ახალ ჯინსებს, ალბათ ნასესხები ფულით, ძველით გარეთ არ გამოდის რადგან არის უხერხული.... ის არ იცმევს მოკლე კაბებს, რადგან საქმე არის რთულად, ხალხი თვალს გამოაყოლებს, თავს კი იგრძნობს უხერხულად… ის თუ არ არს ბედნიერი და თუ ქმრისგან ხელიც ხვდება, ოჯახს მაინც არ დაანგრევს უხერხულად გამოჩნდება… ის ივენთზე მაინც წავა, ეს ხომ არის მისი ჰობი და სხვის კაბებს დაიწუნებს თავად ნათხოვარი კაბით მყოფი…. ძველ ტელეფონს არ კადრულობს, ასეთ რამეს ვერ მოითმენს და სულ ბოლო მოდელისთვის, ის საჭმელსაც კი მოიკლებს. ძვირიანი მანქანიდან, ის ტრაბახობს... ისე, მისთვის, შორს ვერ მიდის ... ბაკს ვერ ავსებს, ფული არ აქვს ბენზინისთვის.. მთავარია უხერხულად, მათ არ იგრძნონ თავი ხალხში, ყველაფერს გააკეთებენ რომ ამაღლდნენ ხალხის თვალში… მე კი ხალხის აზრს პატივს ვცემ მაგრამ ჩემი…. მთავარია, და სხვის გამო ცხოვრებასთან.. არ მოვახდენ ავარიას ! არ დავუშვებ ვინმეს აზრმა, შემიცვალოს აზრი მიზნის, მომიტევეთ მაგრამ არ ვცნობ… ვინ სად, როდის, რა აზრს ისვრის… უხერხული ? … მაშინ არის როცა სხვის აზრს ელოდები…. სადაც მუდამ მთავარია რას იტყვიან….. მეზობლები ?!''

Latest Insta posts

Current Online Auctions